2 თებერვალი, 2016

რომის პაპი ღარიბების დასახმარებლად ფილმში ითამაშებს

1romis-papiVoice Of America-ს ინფორმაციით, რომის პაპი ფრანცისკე ღარიბების დასახმარებლად ფილმში ითამაშებს.

“Beyond the Sun” – ასე ეწოდება ფილმს, რომლის პროდიუსერიცაა იტალიური კომპანია AMBI.

მხატვრული ფილმი ბავშვებისთვის არის განკუთვნილი და სათავგადსავლო ჟანრისაა. ფილმში მოთხრობილია ოჯახის ისტორია, სადაც სხვადასხვა კულტურის ბავშვები ქრისტეს ეძებენ.

ამ ფილმში რომის პაპისთვის სამსახიობო დებიუტი შედგება, თუმცა ფრანცისკეს თამაში არ მოუწევს, რადგან სურათში ის საკუთარ თავს განასახიერებს. ფილმის ბოლოს რომის პაპი ბავშვებს მოუყვება, სად და როგორ იპოვონ ქრისტე.

ფილმის გადაღებები 2016 წლის მეორე ნახევარში დაიწყება. კუთვნილ ჰონორარს ფრანცისკე მშობლიურ არგენტინაში ღარიბებს გადაურიცხავს.