4 თებერვალი, 2016

რობერტ სტურუა ქართველებს აკრიტიკებს

1sturua-qartvelebs-akritikebsრეჟისორი რობერტ სტურუა ქართველებს აკრიტიკებს. ის არასდროს მალავს თავის შეხედულებებს და საჯაროდ გამოთქვამს მოსაზრებას ამა თუ იმ თემაზე. ამჯერად რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა განცხადება იმ ვანდალურ ფაქტთან დაკავშირებით გააკეთა, რომელიც ოპერის თეატრის ბაღში განხორციელდა. უცნობმა პირებმა სკვერში გახსნილი შადრევანი დაამტვრიეს.

რობერტ სტურუა:

“მსოფლიოში ბოროტი ხალხი ერთად რომ შეკრიბო, ქართველი “ვაჟკაცი” ზნედაცემულობით ყველას აჯობებს…

სამწუხაროდ, ისტორია – და, მითუმეტეს, უახლოესი – ამაზე მოგვითხრობს…

ო, პოლიტიკა, ო, უნიჭო და ბოროტო პოლიტიკოსებო?..”