4 თებერვალი, 2016

რატი დურგლიშვილის მანქანას ცეცხლი გაუჩნდა

1rati-durgმომღერალ რატი დურგლიშვილის მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა გაგარინის ქუჩაზე მოხდა.

ადგილზე საპატრულო, სახანძრო და სამაშველო სამსახურის მანქანები იყო მობილიზებული. სავარაუდოდ, ცეცხლის გაჩენის მიზეზი ავტომობილის ტექნიკური გაუმართაობა გახდა.

ინფორმაცია და შემთხვევის ამსახველი ვიდეომასალა ინტერნეტში ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციით, მომღერალი ვარჯიშიდან სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც მისი მანქანა უეცრად აალდა.

მომხდარის შედეგად, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.