13 თებერვალი, 2016

ქართველი მხატვარი ნიუ იორკის კრიმინალურ სასამართლოში დაიბარეს

1levan-songulashvili“არტიფნომ” უკვე გაგაცნოთ ახალგაზრდა ქართველი მხატვარი ლევან სონღულაშვილი, რომლის მიღწევებიც მის ასაკში ნამდვილად წარმოუდგენელია, მაგრამ თავდაუზოგავი შრომით და უსაზღვრო ნიჭიერებით მან შეძლო საერთაშორისო ასპარეზზე თავის დამკვიდრება.

ლევანი ფართო საზოგადოებისთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მისი ნამუშევარი “მედუზა” სოთბის აუქციონზე გაიყიდა.

ქართველი ხელოვანის შემოქმედებით კარიერაში არაერთი საინტერესო სიახლეა, თუმცა ერთ-ერთი ბოლო ინფორმაცია, რომელიც ლევანმა გაავრცელა, მისი გულშემატკივრებისთვის ყველაზე უჩვეულო აღმოჩნდა:

“ორშაბათ საღამოსთვის, “ქალაქ ნიუ-იორკის კრიმინალურ სასამართლოში” ვარ დაბარებული… მხატვრის აპლუაში, სასამართლო პროცესის დასახატად.”