Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ქართული მწერლობის 15 უმნიშვნელოვანესი ფრაზა

5 თებერვალი, 2016

1qartuli-mwerlobaქართული მწერლობა სავსეა უმნიშვნელოვანესი ფრაზებით, რომლებიც რიგით მკითხველებზე უდიდეს გავლენას ახდენენ. ჰაგიოგრაფიიდან დაწყებული, თანამედროვე მწერლობით დამთავრებული, ყველა ავტორს თავისი სათქმელი სხვადასხვანაირად მიაქვს მკითხველამდე.

რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი ფრაზები გაცილებით ბევრია, თუმცა “არტინფო” გთავაზობთ 15 გამორჩეულად მნიშვნელოვან ფრაზას ქართული მწერლობიდან.

1. კონსტანტინე გამსახურდია: “დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა”

როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს მას!

 

2. იოანე საბანისძე: “აბოს წამება”

მრავალნი შეაცთუნნეს და გარდადრიკნეს გზისაგან სამართლისა… ნაშობნი ქრისტეანეთანი გარდაგულარძნეს – რომელნიმე მძლავრებით, რომელნიმე მზაკვარებით და სხვანი, რომელნი-ესე ვართ მორწმუნენი, მძლავრებასა ქვეშე დამონებულნი და ნაკლულევანებითა და სიგლახაკითა შეკრულნი, ვითარცა რკინითა ხარკსა ქუეშე მათსა გვემულნი და ქენჯნილნი. ძვირ-ძვირად ზღვეულნი, შიშითა განილევიან და ირყევიან, ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა.

 

3. ილია ჭავჭავაძე: “მგზავრის წერილები”

ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს!

 

4. გიორგი მერჩულე: “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება”

ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების.

 

5. შოთა რუსთაველი: “ვეფხისტყაოსანი”

ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია!

 

6. აკაკი წერეთელი:

გული თუ გატყდა, შესაძლებელიც აღარ სჯერა!

 

7. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი: “ცხოვრება მეფეთ–მეფისა დავითისი”

ნათესავი ქართველთა ორგულ-ბუნება არს პირველითგან თვისთა უფალთა, რამეთუ რაჟამს განმდიდრდნენ, განსუქდენ, მშვიდობა პოონ და განსუენება, იწყებენ განზრახვად ბოროტისა.

 

8. იაკობ გოგებაშვილი: “დედა ენა”

აი ია.

 

9. გრიგოლ რობაქიძე:

ეს ცეკვა “ქართულია”, მას ვერავინ იცეკვებს, რასსა არ ეყოფა!

 

10. მიხეილ ჯავახიშვილი: “ჯაყოს ხიზნები”

დედას გიტირებ, დედასა! დაგაცადე ჯაყოსა! ჩემი დროც მოხვალ!

 

11. ჭაბუა ამირეჯიბი: “დათა თუთაშხია”

ცხოვრება ის არის, რაც გახსოვს. დანარჩენი არსებობაა.

 

12. გალაკტიონ ტაბიძე:

მძიმეა ტვირთი? მაშ სხვებმა ზიდონ…

 

13. ჯემალ ქარჩხაძე: “მდგმური”

სიმართლე შეგიძლია გვემო, ხაროში ჩააგდო და ზემოდან მიწა გადააფარო. ან არადა, ლაქი წაუსვა, ვერცხლის წყალში ამოავლო, ლამაზ ქათქათა ტყუილში გაახვიო, მაგრამ მოკვლით ვერ მოკლავ. სუნთქვას ვერ შეუკრავ. სიმართლის სუნთქვა მაინც გესმის, ცდილობ ყური არ ათხოვო და მაინც გესმის, როგორც საათის წიკწიკი სამარისებულ სიჩუმეში.

 

14. გურამ დოჩანაშვილი: “სამოსელი პირველი”

დედამიწას სიყვარული ატრიალებს.

 

15. ვაჟა ფშაველა:

მუტრუკი მიტომ მუტრუკობს, დედა ჰყოლია ვირიო. კაცი ბეჩავის მჩაგრავი სად გაგონილა გმირიო?!