2 თებერვალი, 2016

ოპერის სკვერში შადრევანი დაამტვრიეს

1operis-bagi-daazianesორიოდე დღის წინ საზეიმოდ გახსნილ განახლებულ ოპერის სკვერში შადრევანი დაამტვრიეს.

ბარბაროსობას+სიბოროტე!!! – ასე ფასებენ ამ ვანდალურ აქტს საზოგადოების წარმომადგენლები. მომხდარს არაერთი ადამიანი გამოეხმაურა და დამნაშავეთა სათანადოდ დასჯა მოითხოვა.

ოპერის ბაღში განხორციელებულ ვანდალურ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას და ფოტოებს დიანა ფანჯავიძე ავრცელებს:

“ბარბაროსობას+სიბოროტე!!! ოპერის ბაღში, განახლებულ სკვერში, შადრევანი ასე დაამტვრიეს გახსნის წინა დღეს. მარმარილოს ფილები ჩაყარეს შადრევანში. სამარცხვინო ფაქტია. წარმოუდგენელია…

მსოფლიოს არცერთ წერტილში არ მომხდარა მსგავსი რამ, რომ საოპერო თეატრის წინ, დედაქალაქში მარმარილოს ფილები ემტვრია ვინმეს…

ეს თავში როგორ უნდა მოგივიდეს ადამიანს და როგორ არ უნდა დაისაჯო კანონით??!!!”