7 თებერვალი, 2016

ნიკოლოზ რაჭველს სასამართლოში უჩივიან

1nikoloz-rachveliევგენი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელს ნიკოლოზ რაჭველს სასამართლოში უჩივიან. ამის მიზეზი დირიჟორის მიერ ის ცილისმწამებლური განცხადება გახდა, რომელიც რაჭველმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

კომპოზიტორმა მიხეილ მდინარაძემ ინტერნეტში გაავრცელა განცხადება, სადაც ყველას მოუწოდა თავი დაანებონ ქართული მუსიკის უზურპაციას.

ამ ჩანაწერის გავრცელება ნიკოლოზ რაჭველმა ასე დააკომენტარა:

“ერთი სული აქვს აღარ ვიარსებო… რას უშვება ადამიანებს ამპარტავნების ან შურის გრძნობა… გული მტკივა…”

სწორედ ამ განცხადებამ გამოიწვია მიხეილ მდინარაძის გაღიზიანება:

“აი, ბატონებო, თქვენი საამაყო ნიკას შეფასება იმისა, რაც ხდება, ცილისწამება და ტყუილი… მე მინდა, რომ ნიკა გაქრეს თურმე!!! სად დავწერე ეს გთხოვთ მიმითითოთ თუ არა და, ან საჯაროდ ბოდიში მოიხადოს ამ სიბინძურისთვის, ან რახან თვითონ იმის შნო და უნარი არ აქვს, რომ თავად დამელაპარაკოს, თქვენ გადაეცით, ხვალვე შემაქვს სარჩელი სასამართლოში პირადი შეურაცხყოფისთვისა და ცილისწამებისთვის!!!”

1rachvelis-sasamarTlo