14 თებერვალი, 2016

მსოფლიო მიმების ორგანიზაციის პრეზიდენტი საქართველოშია

1markoმსოფლიო მიმების ორგანიზაციის პრეზიდენტი მარკო სტოჟანოვიჩი საქართველოს სტუმარია! არ გამოტოვოთ, პლასტიკის ლეგენდა რეალობად გექცევათ!

თბილისს 14 თებერვალს საქართველოს პანტომიმის სახელმწიფო თეატრში მსოფლიო მიმების ორგანიზაციის პრეზიდენტი მარკოს სტოჟანოვიჩი სტუმრობს.

მარკოსი საქართველოში 15 დღეს გაატარებს. პანტომიმის თეატრის დირექტორის ამირან შალიკაშვილის დახმარებით მარკოსი საქართველოში ყოფნის დროს ყოველ დღე სიახლეებს გვპირდება.

15 თებერვალი – მასტერკლასები პანტომიმის თეატრის სტუდენტებისთვის.

20 თებერვალი – მასტერკლასები უნარშეზღუდული ბავშვებისთვის. მარკოსი პირადად ესტუმრება ცენტრს და შეხვდება ბავშვებს, რომლებსაც სიტყვების გარეშე შეეძლებათ საკუთარი ემოციები გამოხატონ.

14-17 თებერვალი – მასტერკლასები ნებისმიერი მსურველი ბავშვებისთვის.

20-27 თებერვალი – მარკოსი პირადად ესტუმრება ქალ პატიმრებს ციხეში და ამირან შალიკაშვილთან ერთად პატიმრებს მასტერკლასებს ჩააუტარებს.

24 თებერვალი – ფლეშ მობი. პანტომიმის თეატრის წინ მიმები მარკოს სტოჟანოვიჩთან ერთად წარმოდგენას გამართავენ და ხალხს სპექტაკლზე დასწრებას მოუწოდებენ. იქნება მუსიკა და მიმები.

26 თებერვალი – მარკოს სტოჟანოვიჩის სპექტაკლის პრემიერა „გიჟი ოლიმპიელები“.

12marco1

პირველად 2015 წელს საქართველოს სახელმწიფო პანტომიმის თეატრმა ჩაატარა 10 დღიანი საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც ტრადიციად იქცა. თეატრი ბევრ ახალ სპექტაკლს და სიახლეებს გვპირდება.

ამირან შალიკაშვილის სახელობის პანტომიმის საერთაშორისო ფესტივალს აფინანსებს თბილისის კულტურული ღონისძებების ცენტრი და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახური.

საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონტაქტო პირი: მიქელაძე ანა 599 22 20 12
სოკარის საკონსულტაციო ჯგუფი – Inspiration Marketing