Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

მიხეილ მდინარაძე: ,,დაანებეთ თავი ქართული მუსიკის უზურპაციას!”

7 თებერვალი, 2016

1misha-mdinatradzeკომპოზიტორი მიხეილ მდინარაძე სამუსიკო სფეროში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და მოუწოდებს ყველას, დაანებონ თავი ქართული მუსიკის უზურპაციას.

მიხეილ მდინარაძე:

“ბატონებო!!!

დაანებეთ თავი ქართული მუსიკის უზურპაციას!!!

ორი დღეა ვკითხულობ გაუთავებელ პოსტებს იმასთან დაკავშირებით, როგორ ომობს ორი პერსონა ერთმანეთთან იმაზე, რაც საერთოდ არ ეკუთვნის არც ერთს და არც მეორეს. თქვენს პირად გრძნობებს თქვენვე მოუარეთ და ნუ გახდით ამას საზოგადოებრივი განხილვის საგნად! სირცხვილია ბოლოს და ბოლოს! ძალიან ცდება ამ კონფლიქტის ორივე აქტორი როცა ფიქრობს, რომ მათ უბოძა ქართულმა საზოგადოებამ ექსკლუზიური უფლება ან რომელიმე ორკესტრზე, ან რომელიმე დარბაზზე, ეს ყველაფერი საზოგადოების კუთვნილებაა და არა თქვენი, ბატონებო.
ძალიან ბევრი რამ ვიცი ამ ყველაფერთან დაკავშირებით, მაგრამ საჭირო არაა ეს სიბინძურე გარეთ გამოვიდეს და შემდეგ სენტიმენტების საფარქვეშ ადამიანების მხარდაჭერას ამ გზით მივაღწიოთ!

თქვენს ადგილზე ქუჩაში დავუკრავდი და ვაჩვენებდი ყველას რომ, მუსიკა ყველგან, ყველა სივრცეში არსებობს და თუ სურვილია მისი შესრულებაც არაა პრობლემა! აი, ამ შემთხვევაში მართლა დავიჯერებდი რომ ეს არა პიროვნული კონფლიქტია, რომელიც არავის აინტერესებს, არამედ ბრძოლა მუსიკის განვითარებისთვის!

ფეოდალური ხანის მმართველობაა პრობლემა, დიახ სწორედ ესაა.. ათობით მუსიკოსს საქართველოში უზარმაზარი ენერგიის და ბრძოლის ფასად უწევს ორკესტრთან ერთი კონცერტის დაგეგმვა, მაშინ როდესაც ამ ორკესტრების ხელმძღვანელებისთვის “პირად” საკუთრებაში მყოფი ორკესტრები მუდმივ მზადყოფნაშია სწორედ მათი მუსიკალური ამბიციების დასაკმაყოფილებლად! აი ესაა მართლა პრობლემა და თუ გნებავთ დავსხდეთ და ვიმსჯელოთ ამაზე!

თქვენ ერთადერთი ლეგიტიმაცია გაქვთ საზოგადოებისგან, განავითაროთ და წინ წაწიოთ კლასიკური მუსიკის შესრულების ხარისხი საქართველოში და კეთილი ინებეთ და გააკეთეთ ის, რის გამოც იკავებთ მაგ პოსტებს! და ნუ მეტყვით ახლა რომ დარბაზია პრობლემა. თუ სურვილია ყველაფერი შეგიძლიათ გააკეთოთ!”