Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

კონკურსი დრამატურგებისთვის მოზარდმაყურებელთა თეატრში

6 თებერვალი, 2016

2ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრი აცხადებს კონკურსს საუკეთესო საბავშვო და საყმაწვილო პიესის გამოსავლენად. დრამატურგს შეუძლია შემოიტანოს პიესა ორი ასაკობრივი ჯგუფისათვის – 7-12 წელი და 13-18 წელი.

სავალდებულო მოთხოვნები – წარმოდგენილი პიესა არ უნდა იყოს გამოქვეყნებული და დადგმული საქართველოში. სასურველია ავტორი მაქსიმალურად ითვალისწინებდეს თანამედროვე თაობის ინტერესთა სფეროსა და მისწრაფებებს, ასევე მოიცავდეს სკოლასთან დაკავშირებულ თემატიკას. სავარაუდო ჟანრები: სათავგადასავლო, რომანტიკული მელოდრამა, კომედია, მძაფრსიუჟეტიანი.

გამარჯვებულ პიესებს ხუთკაციანი ჟიური გამოავლენს. გაიცემა სამი პრემია (საავტორო ჰონორარი): I ადგილი – 2000 ლარი, II ადგილი – 1500, III ადგილი – 1000 შერჩეული პიესები დაიდგმება მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე.

კონკურსანტმა პიესის ელექტრონული ვერსია და CV (რეზიუმე) უნდა გამოგზავნოს ელ.ფოსტით, მისამართზე ananomiro@yahoo.com  ხოლო ამობეჭდილი პიესა მოიტანოს მოზარდ მაყურებელთა თეატრში მისამართზე – დ.აღმაშენებლის 99/1.

პიესების გადმოგზავნისა და მოწოდების ბოლო ვადაა 20 მარტი. კონკურსის შედეგები 1 აპრილს გამოცხადდება.

საკონტაქტო პირი – თეატრის სალიტერატურო ნაწილის გამგე, ანანო მირიანაშვილი: 593 378081.