11 თებერვალი, 2016

“ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდის საფრთხე”

1xelovnebis-oqros-fondiკულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდის საფრთხეზე საუბრობს და აცხადებს, რომ დღესდღეობით ოქროს ფონდსა და მოდრიხინე “ყვითელ ავტობუსებს” ერთმანეთისგან ერთი “ფარატინა” კედელი ჰყოფს.

ნიკოლოზ ვაჩეიშვილი:

“ქალაქის ცენტრში მშვენივრად პრეზენტირებული არქეოლოგიური ძეგლი მთლიანად დაიფარა. აქაურობას თუ რამე აკლდა ძეგლის იმ ნაწილების გამოჩენა იყო, რომელიც გრძელდება მოპირდაპირე მხარესაც და შეეძლო ხელოვნების მუზეუმის ინტეგრირებაც ტურისტულ-საფეხმავლო ქსოვილში, რომელიც იდეალური იქნებოდა შემდგომ – გუდიაშვილ-“სამუზეუმო ქუჩაზეც”, მაგრამ…

ეს მიდგომა გადაწყვეტდა ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდის საფრთხესაც – დღეს ერთი “ფარატინა” კედელი ჰყოფს ოქროს ფონდსა და მოდრიხინე “ყვითელ ავტობუსებს” ერთმანეთისგან. ანუ მუდმივი გამონაბოლქვი, ვიბრაცია და სხვა – იმ მშვიდი და ჯანსაღი გარემოს საპირისპიროა, რაც ეროვნულ საგანძურს სჭირდება.

ძეგლი დაიფარა, დატვირთვა გაიზრდება, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ამ არასწორი განვითარების ერთი, “რიგითი” შეცდომა. ეს უფრო ციკლს გავს, “პანორამა თბილისათვის” დაწყებულს.

არ ვიცი ვინ რა უნდა გააპროტესტოს და როგორ უნდა იმოქმედოს, მაგრამ ეს არაჯანსაღი პროცესი რომ დაწყებულია და ვითარდება – ნათელია.”