29 თებერვალი, 2016

ხატია ბუნიათიშვილის გერმანული აღიარება

1xatia-buniatishvili-berlinSi28 წლის ქართველი ვირტუოზი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი მსოფლიოს წამყვან საკონცერტო დარბაზებში ერთ-ერთი ყველაზე სასურველი სტუმარია. მუსიკოსი კონცერტებს მართავს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და თავისი ნიჭიერებით აღფრთოვანებაში მოჰყავს მსმენელი.

ამჯერად ხატია გერმანიას სტუმრობდა, სადაც ბერლინში მოდესტ მუსორგსკის საფორტეპიანო ციკლი “სურათები გამოფენაზე” შეასრულა და მსმენელი კიდევ ერთხელ მოაჯადოვა.

ადგილობრივი პრესა ხატიაზე აქტიურად წერს. გერმანელი ჟურნალისტების ინფორმაციით, ბერლინის ფილარმონიის კამერული მუსიკის დარბაზში მუსორგსკის, ლისტისა და სტრავინსკის ნაწარმოებები ქართველმა პიანისტმა შეუდარებლად დაუკრა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი განუმეორებელი ვირტუოზულობა.