Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გიორგი კეკელიძე პოლიტიკაში მიდის?

26 თებერვალი, 2016

1giorgi-kekelidze-politikashi– აპირებთ თუ არა პოლიტიკაში მოსვლას? – ამ კითხვას ჟურნალისტები ყველაზე ხშირად უსვამენ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს გიორგი კეკელიძეს.

არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მწერალი საჯარო განცხადებას აკეთებს.

გიორგი კეკელიძე:

“ხშირად მეკითხებიან ჟურნალისტები, ვაპირებ თუ არა პოლიტიკაში მოსვლას, მოტივით ,,ხალხს უყვარხარ” და ასე შემდეგ.

რადგან არჩევნები მოდის, ამ საკითხის მომკითხველები გააქტიურდებიან და აქვე გიპასუხებთ, თემის დასახურად: პოლიტიკა, ტერმინის კონკრეტული გაგებით (ზოგადი გაგებით, ყველაფერი პოლიტიკაა) დღეს ჩემი ვნება არ არის. მე უნდა ვიარო კეპით და კედებით, თავგადასავლები და საქმეები ერთმანეთს შევუთავსო – ახალ ნორმატივებისკენ, შეზღუდვებისკენ, ყალბი ღიმილების დაზეპირებისკენ დიდად არ მიმიწევს გული.

მოკლედ, გარდა პირადი ლიტერატურული ამბებისა, საქმიანი გეგმები, თუ ფატალურმა მოვლენებმა დამაცალეს, ასეთია:

1) უახლოეს წლებში ეროვნული ბიბლიოთეკის ყველა კოპრუსის რეაბილიტაცია, ელექტორნული და ბეჭდური მეგა-საცავების შექმნა – აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე მიმზიდველ სივრცედ უნდა ვიქცეთ;

2) მოძრაობა ეკვილიბრიუმის ფარგლებში სოფლის ყველა ბიბლიოთეკის აღდგენა-განახლება. საზღვარგარეთ ქართული წიგნის კუთხეების გახსნა;

3) შემდეგ ოზურგეთში წასვლა საცხოვრებლად ნახევარი წლით მაინც, დასვენება, გააზრება და ახალი გამოწვევების დასახვა.

პ.ს. ცხადად მახსოვს ანდაზა, კაცის ბჭობის და ღმერთის სიცილის შესახებ.”