მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი ფართო საზოგადოებამ გახმაურებულ ქართულ სერიალში “ჩემი ცოლის დაქალები” ცოტნე ცოტაშვილის როლის შესრულებით გაიცნო. მსახიობი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
გიორგი ბახუტაშვილი:
“მოკლედ, თეთრი და შავი აბანოში გამოჩნდებაო (ალავერდის მადლი და ძალა შეგეწიოს კვლევის ცენტრო). ჰოდა, მობრძანდით მეგობრებო მუსიკისა და დრამის თეატრში და ნახეთ “მედეა” იმისათვის, რომ:
როდესაც ვინმე ახსენებს ბუბა გოგორიშვილს – იცოდეთ, რა დონის პროფესიონალზე ლაპარაკობენ!
როდესაც ვინმე ახსენებს კახა კინწურაშვილს – იცოდეთ, რა დონის პროფესიონალზე ლაპარაკობენ!
როდესაც ვინმე ახსენებს დავით ბეშიტაიშვილს – იცოდეთ, რა დონის პროფესიონალზე ლაპარაკობენ!
და როდესაც ვინმე ახსენებს მიშა ჩარკვიანს – იცოდეთ, რა დონის პროფესიონალზე ლაპარაკობენ!”