განახლებული ოპერა BBC-ის ობიექტივში

1operaze-bibisi6 წლიანი მოლოდინის შემდეგ, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი საზეიმოდ გაიხსნა.

განახლებულ შენობაში ზაქარია ფალიაშვილის “აბესალომ და ეთერი” იქნა წარმოდგენილი.
ქართულ მედიასაშუალებებთან ერთად, ამ მოვლენით უცხოური ტელევიზიებიც დაინტერესდნენ.

მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა ტელეკომპანიამ BBC-მ განახლებულ ოპერისა და ბალეტის თეატრზე სიუჟეტი მოამზადა.

ჟურნალისტმა თეატრის ისტორია მოკლედ მიმოიხილა, მნიშვნელოვან ეტაპებზეც ისაუბრა და მისი რეაბილიტაციისთვის დახარჯული სოლიდური თანხებიც დაასახელა.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის განახლებისთვის 40 მილიონი დოლარი დაიხარჯა.