Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ეკა კვალიაშვილი: ,,გაუსაძლისი მდგომარეობაა!”

4 თებერვალი, 2016

ekka7მომღერალი ეკა კვალიაშვილი გაუსაძლის მდგომარეობაზე საუბრობს და მიაჩნია, რომ ამის მოთმენა აღარ შეიძლება. მომღერალი საჯარო განცხადებას ავრცელებს და დაბნეული კითხულობს, რა გააკეთოს.

ეკა კვალიაშვილი:

“გაუსაძლისი მდგომარეობაა! აღარ შეიძლება უკვე ამის მოთმენა. კონცერტის გაკეთება მინდოდა შარშან, გამეორება მონო-სპექტაკლის, თანხა, რაც გამოყვო, მერიის კულტურის სამსახურმა, აღმოჩნდა, რომ კანონმდებლობით, მთლიანი დაფინანსების მიღება შესაძლებელი იყო, კონცერტის გაკეთებიდან 10 დღეში, ანუ, მინდა ავხსნა, კონცერტის ორგანიზების ფულზეა საუბარი და არა ჰონორარზე, ანუ, განათების, აპარატურის, დეკორაციის, ბილეთების, მოსაწვევების, სარეკლამო პლაკატების, რომელიც უნდა ქუჩაში განთავსდეს, რომ ხალხმა გაიგოს, რომ კონცერტია, (აბა ტელე სარეკლამო ფულს არც მაძლევდნენ) თანხები, აფიშა დააბეჭდინეო და კონცერტის მერე მივცემთ ფულსო. მე არ ვიცნობ ასეთ სტამბას, რომელიც ამ პრინციპით მუშაობს.

34 წელია სცენაზე ვდგავარ და ზეპირად ვიცი ეს საქმე, ასეთი რამ პრაქტიკაში არ მქონია, ანუ, სრული კონცერტი უნდა ამეწყო, ხალხს ეწვალა და ელემენტალური სამოძრაო თანხაც კი არ უნდა მქონოდა, ვიღაცას მოგამაგრებთო და ის განკარგავს ფულსო და საერთოდ კონცერტსო. ამაზეც დავთანხმდი, საბოლოოდ, ჯანმრთელობის გამო, რადგან ძალიან ვინერვიულე ამ ყველაფერზე, ვერ ვხვდებოდი, როგორ უნდა მეთქვა ვინმესთვის ფულის გადახდის ეს თემა. თან ჰონორარები დამაკლებინეს ხალხზე მისაცემი, ორი აუცილებელი პუნქტი ამომაღებინეს არ ვაფინანსებთ ამასო…

ნუ, კი ბატონო და დარჩა რაღაც მახინჯი ჩონჩხი იმ ლამაზი მონო-სპექტაკლიდან. რომ დავაკვირდი, რა გამოდიოდა, საოცრად ვინერვიულე. ამის გამო, გავხდი შეუძლოდ, რადგან არანაირად არ შეიძლებოდა ნერვიულობა და უარი ვთქვი კონცერტზე საერთოდ. იმ ეტაპზე ვიფიქრე, რაღაცას გადავაკეთებ, შევკვეცავ-მეთქი, მაგრამ ვერაფერი ვერ მოვიფიქრე. თანხა ძალიან მცირე იყო!

და რატომ ვწერ ამ პოსტს – მე უკვე ძალიან ამომივიდა ყელში ეს მდგომარეობა და სიტუაცია. მე ეტყობა არ ვარ საქართველოს მოქალაქე და ვერ გავიგე რა გავაკეთო.”