2 თებერვალი, 2016

დავით სარაჯიშვილის ექსპონატები მწერალთა სახლში დაბრუნდა

1david_sarajishviliცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის დავით სარაჯიშვილის ექსპონატები მწერალთა სახლში დაბრუნდა.

მაჩაბლის 13 ნომერში არსებული მეცენატის სახლის ხელმძღვანელობამ კერძო პირისგან შეიძინა ჰევილენდ ლიმოჟის (Haviland Limoges) სპეციალური შეკვეთით დამზადებული დავით სარაჯიშვილისეული სადილისთვის განკუთვნილი ჭურჭლის კრებული.

ჭურჭლის თითოეულ ნაჭერს დავით სარაჯიშვილის მონოგრამა ამშვენებს, ზუსტად ისეთი, როგორიც მისი სახლის კარს მაჩაბლის 13-ში.

ჰევილენდის ფაიფურის ფაბრიკა ლიმოჟში (საფრანგეთი) 1840 წელს დააარსა ამერიკელმა მეწარმემ, დევიდ ჰევილენდმა. მისი დამკვეთები იყვნენ ამერიკის პრეზიდენტები, მათ შორის, აბრაამ ლინკოლნიც.

უახლოეს მომავალში ეს შენაძენი მწერალთა სახლში, დავით სარაჯიშვილის მუზეუმში გამოიფინება.

1servizi