Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ბაჩანა ბრეგვაძის უმთავრესი მისია

18 თებერვალი, 2016

1bachanaმწერლმა და მთარგმნელმა ბაჩანა ბრეგვაძემ მომავალ თაობებს არაერთი უნიკალური ლიტერატურული ნაწარმოები უთარგმნა. პლატონის, დანტეს, სერვანტესის, ნეტარი ავგუსტინეს, პლოტინის, პოლ ვალერის შემოქმედებასთან შეხება მისთვის უდიდესი პასუხისმგებლობა იყო, მაგრამ უმთავრესი მისია სულ სხვა გახლდათ.

“არტინფო” მწერლის ერთ-ერთ წერილს წარმოგიდგენთ, სადაც ბაჩანა ბრეგვაძის ყველაზე საპასუხისმგებლო მისიაა გაცხადებული:

“მე მითარგმნია და დამიწერია არა ერთი და ორი წიგნი, მაგრამ სულ სხვა იყო ის, რისი თარგმნაც მე დამავალა ჩვენმა დიდმა პატრიარქმა, – ეს იყო “ახალი აღთქმა”. ორი გრძნობა ებრძოდა ერთმანეთს – სიხარული და შიში: დიდ ათონელთა შემდეგ მე უნდა მეთარგმნა დიადი საღმრთო წიგნი. მაგრამ პატრიარქი მენდო და მე უფლება არ მქონდა უარი მეთქვა მისთვის. განზე გადავდე ყველა საქმე და მოწიწებით შევუდექი უმძიმეს შრომას. თავაუღებელმა შრომამ თავისი შედეგი გამოიღო: ერთ წელიწადში დიადი წიგნის თარგმნა დასრულდა და დღემდე რამდენჯერმეც გამოიცა. მოწიწებით ვიხდი მადლობას. ბაჩანა ბრეგვაძე.

P.S. ლაპარაკობდე ღმერთზე – დიდი საქმეა, მაგრამ ჯობს განიწმინდო თავი ღმერთისთვის.

წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი

ღმერთი სიყვარულიაბ და ის შეცნობადია მის მოყვარულთათვის.

წმ. კლიმენტი ალექსანდრიელი

სული უკეთესი ტაძარია ღვთისა, და ვინც სულში ლოცულობს მისთვის მთელი სამყარო ტაძრად იქცევა.

წმ. სილოვან ათენელი

ეკლესია კედლები და ჭერი კი არაა, არამედ რწმენა და სიცოცხლე.

წმ. იოანე ოქროპირი”

1bachanas-werili