14 თებერვალი, 2016

ბაჩანა ბრეგვაძე გარდაიცვალა

1Bachana_bregvadzeქართველი მწერალი და მთარგმნელი ბაჩანა ბრეგვაძე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია გოჩა სხილაძემ გაავრცელა:

“გარდაიცვალა ბაჩანა ბრეგვაძე, პლატონის, პლოტინის, პოლ ვალერის, დანტეს “ახალი ცხოვრების”, სერვანტესის “დონ კიხოტის”, ნეტარი ავგუსტინეს “აღსარების”, ბიბლიის და უამრავი სხვა ტექსტის მთარგმნელი და კომენტატორი…

კაცი, რომელმაც იგივე როლი შეასრულა ანტიკური ფილოსოფიის, პლატონის თარგმნის საქმეში, რაც გიორგი მთაწმინდელმა სახარების თარგმნაში, წავიდა კაცი ჩუმი, უხმაურო, დიდი კაცი, რომელმაც თავისი თავდადებული შრომით ამოავსო ის ხარვეზი რომელიც ჩვენ კულტურას ჰქონდა, არ არსებობდა პლატონის თარგმანი ქართულად.

წავიდა ღმერთივით კაცი, რომლის საქმე ჩანდა, თვითონ კი არა.”

ლიტერატურული პრემია საბას ორგზის მფლობელი არაერთი პრემიისა და ჯილდოს მფლობელია – ღირსების ორდენის ორგზის მფლობელს მინიჭებული აქვს ივანე მაჩაბლის, ილია ჭავჭავაძის, ექვთიმე თაყაიშვილის, ივანე ჯავახიშვილის და დავით აღმაშენებლის პრემიები.