ანუკი არეშიძის იტალიური წარმატება

1anuka-milanshiდიზაინერი ანუკი არეშიძე თავისი ბრენდით ” ANOUKI” Vogue Italia -ს და Yoox.com-ის ახალბედა ბრენდების/ნიჭიერი დიზაინერების კონკურსში მონაწილეობს.

ანუკიმ ახალი კოლექცია იტალიაში შოუ რუმში განათავსა. კონკურსანტების კოლექციები დაათვალიერეს ანა ვინტურმა, სიუზი მენქსმა, ფრანკა სოზანიმ, ანა დელო რუსომ.

ვოგის ლეგენდა ანა ვინტური ახალგაზრდა ქართველი დიზაინერის კოლექციით დაინტერესდა.

Vogue Italia-ს პროექტში “The Next Talents” ყოველწლიურად მილანში იმართება და ახალი ტალანტების აღმოჩენასა და პოპულარიზაციას ემსახურება. Vogue Italia-ს ახალი ტალანტების განყოფილების ხელმძღვანელის Sara Maino-ს რჩეული ანუკი არეშიძე გახდა.