14 თებერვალი, 2016

ალი და ნინო მსოფლიოს საუკეთესო ქანდაკებად დასახელდა

1ali-da-nino-agdgeniliaმხატვარ თამარ კვესიტაძის მიერ შექმნილი ალი და ნინოს ქანდაკება მსოფლიოს საუკეთესო ქანდაკებად დასახელდა. ბათუმში მდებარე ქანდაკება არაერთხელ მოექცა ფართო საზოგადოების ყურადღების ცენტრში. მისით არც მეტი არც ნაკლები, მსოფლიო ვარსკვლავი ეშტონ კატჩერიც მოიხიბლა.

ქანდაკება ბათუმში 2010 წელს გაიხსნა. 7–მეტრიან ქალისა და მამაკაცის მოძრავ სკულპტურებს გარდასახვისთვის 40 წუთი სჭირდებათ, რათა ერთმანეთს შეუერთდნენ და სიყვარულისა და ერთიანობის სიმბოლოდ იქცნენ.

რჩეული ქანდაკებების ათეული ასე გამოიყურება:

1. “ალი და ნინო” – საქართველო, ბათუმი;

2. სიყვარულის კედელი – საფრანგეთი, პარიზი;

3. ჯულიეტას ქანდაკება – იტალია, ვერონა;

4. შეხვედრის ადგილი – დიდი ბრიტანეთი, ლონდონი;

5. რომეო და ჯულიეტა – აშშ, ნიუ იორკი;

6. შადრევანი “შეყვარებულები ქოლგის ქვეშ” – ესტონეთი, ტარტუ;

7. სიყვარულის სფერო – რუსეთი, ჩელიაბინსკი;

8. შერიგების სკამი – რუსეთი, მოსკოვი;

9. კარლი და ემილია – რუსეთი, სანკტ-პეტერბურგი;

10. შეყვარებული ჩონჩხები – ტაილანდი, ჰონგ კაი.

საუკეთესო ქანდაკებების ათეული სიყვარულის დღესთან დაკავშირებით შედგა და მასში მხოლოდ ის ქანდაკებები გაერთიანდა, რომლებიც ყველაზე რომანტიკულია და შეყვარებულებს მხოლოდ საუკეთესო გრძნობებს აღუძრავს.