Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

,,ვეფხისტყაოსნით” გავერთიანდეთ!

3 თებერვალი, 2016

1vefxistyaosnit-gavertiandetისტორიკოსი ნუგზარ მოლაშვილი ახალი ინიციატივით გამოდის და საზოგადოებას თავის ჩანაფიქრს უზიარებს.

ნუგზარ მოლაშვილი:

“ძვირფასო მეგობრებო და თანამოაზრენო!

ბევრი ღამეგამოტარებული ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე დამეწერა:

რაღაც ამბავია ჩვენს თავს: ნებისმიერი ჩვენგანის ფოტოს მეტი ,,მოწონება” აქვს ხოლმე, ვიდრე ექვთიმე თაყაიშვილის ან პავლე ინგოროყვას (ეს მხოლოდ იანვრის მაგალითზე!).

ერთმანეთს რომ/თუ მხარში დავუდგებით და გავამხნევებთ, ამაში ცუდი აბა რა არის, მაგრამ ამდენი ,,ლამაზოოო” და ,,მიყვარხააარ” ცოტა უცნაურად ხომ არ გეჩვენებათ?!

ახლა მთავარზე: უკვე მეორე თვე დაიწყო ,,ვეფხისტყაოსნის” წლისა. მავანი მეტყვის, სულ მისი წელი არ არისო?! ნეტამც! არ ვიცი, იქნებ არსებობს კიდეც მსგავსი საზოგადოებრივი მოძრაობა, მაგრამ გთავაზობთ ,,ვეფხისტყაოსნის” მეგობართა კლუბის” დაარსებას, რომლის მიზნებსა და ამოცანებზე თვის ბოლოს ერთად ვიმსჯელოთ.

ნება მიბოძეთ, თქვენს მიერ ამ წერილის ,,გაზიარება” და ,,მოწონება” კლუბის წევრობის განაცხადად ჩაგითვალოთ!

,,ვეფხისტყაოსნით” გავერთიანდეთ!!!!!!!!!!”