21 თებერვალი, 2016

ქართველი მომღერლები ამერიკულ “ვოისში”

1salomeამერიკული ”ვოისი” ახალი სეზონს 29 თებერვალს იწყებს. მასში სხვა კონკურსანტებთან ერთად, ორი ქართველი მომღერალიც მიიღებს მონაწილეობას, რომლებმაც ეტაპების 80% პროცენტი უკვე წარმატებით გადალახეს.

ინფორმაციას The Voice საქართველოს ოფიციალური გვერდი ავრცელებს:

“ვოისის” პირველი სეზონის გამარჯვებული სალომე ქათამაძე და მესამე სეზონის მონაწილე მარიამ აბდუშელიშვილი ამერიკული “ვოისის” ქასთინგზე წარსდგებიან. მათ ძალიან ცოტა აშორებთ ბრმა ქასთინგამდე. “ვოისის” გუნდი წარმატებას უსურვებს გოგოებს!

ახალი სეზონი 29 თებერვალს იწყება! სულ რამდენიმე დღეში გვეცოდინება იქნებიან თუ არა სალომე და მარიამი! მათ ეტაპების 80 პროცენტი გადალახეს!”