18 თებერვალი, 2016

ქართველი მამაკაცი მოდელით მსოფლიო დაინტერესდა

1luka-jajvaniRemember This Boy !!!! – დაიმახსოვრეთ ეს ბიჭი – წერს ლუქმოდელსის ოფიციალური გვერდი, რომელმაც 17 წლის ქართველი მოდელი თავის ახალ სახედ აიყვანა.

ქართველი ქალი მოდელების შემდეგ, მსოფლიო ქართველი მამაკაცი მოდელითაც დაინტერესდა.

ლუკა ჯაჯვანი იმიჯ ცენტრის მოდელი და ელიტ მოდელ ლუქ საქართველოს 2016 წლის გამარჯვებულია. ის არის პირველი ქართველი მამაკაცი მოდელი, რომელსაც საზღვარგარეთ სამუშაოდ სამოდელო კონტრაქტით ჩავა.

მილანში ელიტის მსოფლიო ფინალზე ლუკა სამოდელო აგენტებმა შეამჩნიეს. ვინაიდან ის 17 წლის არის და სამოდელო გამოცდილება არ აქვს, გადაწყდა რომ მისი კარიერა შანხაიდან დაიწყება.

ლუკა ჯაჯვანი შანხაიში პროფესიონალი მოდელის ამპლუაში 3 თვის განმავლობაში იმუშავებს.

1lluka