16 თებერვალი, 2016

მოცარტის და სალიერის ერთობლივი ნაწარმოები აღმოჩენილია

1mozartჩეხეთში მოცარტის და სალიერის ერთობლივი ნაწარმოები აღმოაჩინეს. პრაღის მუსიკის მუზეუმში მიკვლეული აქამდე უცნობი ნაწარმოები თითქმის 200 წლისაა. ამ მოვლენას სპეციალისტებმა მუსიკალურ სამყაროში ნამდვილი სენსაცია უწოდეს.

“ეს ფაქტი უარყოფს ყველაზე გავრცელებულ ვერსიას იმასთან დაკავშირებით, რომ მსოფლიოში ცნობილი ავსტრიელი კომპოზიტორი მოცარტი მისმა იტალიელმა კოლეგამ სალიერმა მოკლა. პირიქით, ისინი პატივისცემით იყვნენ განმსჭვალული ერთმანეთის მიმართ და კარგი მეგობრებიც იყვნენ,” – აცხადებენ პრაღის მუზეუმში.

რაც შეეხება დაკარუგლი ნაწარმოების აღმოჩენის დეტალებს, მათ შესახებ მუზეუმის თანამშრომლები მოგვიანებით ისაუბრებენ.