25 თებერვალი, 2016

მარო მაყაშვილის მედალი პლაგიატია

1maro-mayaSvilis-meladiპარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოში დამოუკიდებლობისთვის თავდადებული გმირი ქალის მარო მაყაშვილის მედალი შეიქმნა. 19 თებერვალს დაცემული გმირი ქალის სახელობის მედალზე გამოსახულია ია, როგორც გაზაფხულის პირველი ყვავილი და როგორც სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების სიმბოლო.

“მედალი შეიქმნა დამოუკიდებლობისთვის თავდადებული გმირი ქალის უკვდავსაყოფად, ქვეყნის სამხედრო სამსახურში მყოფი ქალებისთვის არსებობდეს ღირსებისა და პატივის საზომი.

95 წლის წინ საქართველოს ოკუპაციამ განაპირობა ქართული სახელმწიფოებრიობის 70 წლიანი წყვეტა, რამაც შეუძლებელი გახადა საბჭოთა პერიოდში პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის, 1921 წელს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი გმირების სახელმწიფოებრივი დაფასება. მაშინ როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება და ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია დამოუკიდებლობისთვის თავდადებული გმირების ხსოვნის უკვდავყოფა, მათი მაგალითების თვალსაჩინოდ ასახვა სახელმწიფო პოლიტიკაში სულ უფრო დიდი მნიშვნელობის მატარებელია,” – აღნიშნულია საბჭოს განცხადებაში.

ლიტერატურული მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე მარო მაყაშვილის მედლის ავტორს პლაგიატში ადანაშაულებს:

“კარგი რა – რომ ატეხავთ ხოლმე ყვირილს სომხებმა რაღაც მოგვპარესო – უნიჭო ქართველმა დიზაინერმა ბევრი არ იფიქრა, ნაჩქარევად შეკვეთილ და ნაჩქარევად გაკეთებულ ახალ მარო მაყაშვილის მედალზე – გასული წლის სომეხთა გენოციდის 100 წლისთავისთვის შექმნილი სიმბოლო მოიპარა და დაატყეპა ამ სრულიად უგემოვნოდ გაკეთებულ მედალს.

თან Незабудка-Forget-me-not-Vergissmeinnicht (ქართულად: კესანი) იად გამოაცხადა.

ჰერალდიკის საბჭომ კი არა და პლაგიატის საბჭომ უნდა განიხილოს ეს საკითხი.

ძაან უხერხულია.”

1sasa