22 თებერვალი, 2016

ვინ დაეხმარება გოგა პიპინაშვილს?

1goga-pipinashviliმსახიობი გოგა პიპინაშვილი წლებია კინომსახიობთა თეატრის მსახიობია და პარალელურად საყმაწვილო სტუდია “ართ ჰოლის” ხელმძღვანელია.

ათეული წლებია მსახიობი მომავალ თაობებს ხელოვნებას აზიარებს და იმ სიღრმეებში ახედებს, რომელიც ჭეშმარიტად ხელოვანი ადამიანისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.

წარმატებული მუშაობის პარალელურად, გოგა პიპინაშვილს წლებია შენობის პრობლემა აქვს. მისი აღსაზრდელები დღემდე შენობის გარეშე არიან დარჩენილები და რეპეტიციებს ხან სად ატარებენ და ხანაც – სად.

მსახიობის მეგობარი და კოლეგა თამაზ ორაშვილი ღიად მიმართავს კულტურის სამინისტროს, სამთავრობო სტურქტურებს, პარლამენტის კულტურისა და მეცნიერების კომიტეტს და მოუწოდებს მოუგვარონ უმთავრესი – შენობის პრობლემა გოგა პიპინაშვილს და მის სტუდიას.

თამაზ ორაშვილი:

“კულტურის სამინისტროს… ყველა სამთავრობო სტრუქტურებს… პარლამენტის კულტურისა და მეცნიერების კომიტეტს და ჩვენი ქვეყნის ჟურნალისტებს… რატომ არ აძლევთ ამ კაც საშუალებას, რომ მაქსიმალურად დაახარჯოს თავისი ცოდნა შემდეგ თაობებს….

რამდენჯერ უნდა შეიცვალოს ამ 20 წლის განმავლობაში მთავრობა, რომ დაინახოთ, რა ენერგიას ხარჯავს ჩვენი შვილების აღზრდაში?….

ამ 20 წლის მანძილზე დაახლოებით 15 000 ბავშვმა გაიარა მის ხელში… ბევრმა უკვე მიაღწია წარმატებას… მაგრამ ვინც ვერ მიაღწია, ისინი ჩვენი ქვეყნის ახალი თაობის ჯანსაღი ნაწილი გახდა…”