9 თებერვალი, 2016

ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა ვახტანგ კახიძის წერილი გაასაჯაროვა

10გასული კვირა საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა ქართულ მუსიკალურ სამყაროში. ნიკოლოზ რაჭველი ვახტანგ კახიძეს დაუპირისპირდა და გაასაჯაროვა ამონარიდი იმ წერილიდან, რომელიც კახიძემ კულტურის სამინისტროს მისწერა. მაესტრომ რაჭველი უგემოვნო, არაპროფესიონალ და უნიჭო ადამიანად შერაცხა. მოგვიანებით ვახტანგ კახიძემ “რუსთავი 2”-თან საუბარში განაცხადა, რომ პასუხს აგებს წერილში დაწერილ თითოეულ სიტყვაზე და პოზიციის შეცვლას არ აპირებს. ვრცელ კომენტარს ამ საკითხზე კი რამდენიმე დღეში გააკეთებს.

ნიკოლოზ რაჭველი:

“თბილისის ერთადერთი სიმფონიური მუსიკის დარბაზის კარი ეროვნული ორკესტრისთვის დაკეტილია, მიზეზი ზოგჯერ ჩემი პროფესიონალიზმია, ზოგჯერ დარბაზის დატვირთვა, ზოგჯერ ორკესტრისადმი დამოკიდებულება…

გული მწყდება, რომ ამ პრობლემამ კულისებიდან ავანსცენაზე გადაინაცვლა, თუმცა ეს არ მოხდებოდა თუნდაც ერთი კეთილი ნაბიჯი რომ გადმოდგმულიყო, თუნდაც სიტყვიერი…
ახლა კი საზოგადოებამ გადაწყვიტოს ჩვენი ბედი! ყოველთვის ჩემი ხალხის, მუსიკით შეძენილი გულშემატკივრების იმედად ვიყავი, არც სახელოვანი მშობლები მყოლია და არც მდიდარი ნათესავები… ასე მოვედი აქამდე…

დღეს კი მყავს არმია საოცარი მუსიკოსების, რომელთა წინაშე თავს ვალდებულად მივიჩნევ, რომ ისინი ღირსეულად მოღვაწეობდნენ საკუთარ სამშობლოში! ხოდა მეც წავედი კომპრომისზე საკუთარ თავთან და ვეღარ დავმალე წლების მანძილზე ნატარები გულისტკივილი…”

მიმდინარე მოვლენებზე ზედმეტი კითხვებისგან თავის არიდების მიზნით საქართველოს ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა ის წერილი გაასაჯაროვა, რომელიც 2013 წელს ვახტანგ კახიძემ კულტურის მაშინდელ მინისტრს, გურამ ოდიშარიას მისწერა:

“მიმდინარე მოვლენებზე ზედმეტი კითხვებისგან თავის არიდების მიზნით ვასაჯაროებთ ვახტანგ კახიძის მიერ კულტურის სამინისტროში გაგზავნილ წერილს!”

1werili1

1werili2

1werili3