26 თებერვალი, 2016

გოჩა აბულაძე: “ვაი, ჩვენს პატრონს!”

1gochaგერმანიაში მოღვაწე ქართველი საოპერო მომღერალი გოჩა აბულაძე თავის გულისტკივილს რკინის-ლოგიკურ-ირონიული და ამავდროულად მტკივნეული სტატუსით გამოხატავს.

გოჩა აბულაძე:

“ბოროტმა მეზობელმა, რომელსაც დიდი ძალაუფლება ჰქონდა სახლი დამინგრია, მამა მომიკლა და გაღმა სოფელში გადამასახლა. გაფართოვდა კარგად, მოიწყო სრული კომფორტი, ჩვენი სახლის ადგილზე დიდი თეატრი ააგო, სადაც წლების შემდეგ ჩემი გამოჩენილი ხელოვანი შვილი მიიწვია თავისთან სამღერლად.კონცერტი ჩვენი სახლის დანგრევის დღეს დაემთხვა სადაც ნანგრევებში მამა მოყვა , რომელიც ჯიუტად ცდილობდა თავისი სახლის დაცვას…

ჩემი შვილი ხელოვანი იყო, მას უფლება არ ჰქონდა უარი ეთქვა ამ დიდ შემოთავაზებაზე,მას უნდოდა სიმღერით ეთქვა სათქმელი… ისტორია და ხელოვნება ერთმანეთისაგან გამიჯნა და ძველ ნასახლარზე სწორედ იმ დღით კონცერტი გამართა…

კონცერტმა დიდი წარმატებით ჩაიარა, ასხამდნენ ხოტბას, უძღვნიდნენ დითირამბებს, ტიროდნენ სიხარულით, ლამის ცაში აიყვანეს ჩემი საამაყო შვილი!

ყვავილების დიდი გორა სულ ბაბუამისის სასაფლავზე მიატანინა და პატივი იმდენად დიდი იყო, ხელოვანი შვილიშვილისა საფლავი აღარ მოსჩანდა, ნანგრევებში გმირულად მოყოლილი ბაბუის!

ოხ როგორ იამაყებდა ბაბუამისი ალბათ ჩემი დოდო ყ..ე პიტალო ხელოვანი ბიჭით!

პ.ს.

ხელოვნება ისეთი რამეა სულში რომ ჩაგაფურთხონ , თვალი უნდა აარიდო და ხელოვანად უნდა დარჩე მაინც აპააა ….

ვაი, ჩვენს პატრონს!”