6 თებერვალი, 2016

ანუკი არეშიძე კიევის მოდის კვირეულზე

1anuki-kievshiახალგაზრდა დიზაინერი ანუკი არეშიძე თავის ახალ კოლექციას კიევის მოდის კვირეულზე წარადგენს. შემოდგომა-ზამთარი 2016-2017 წლის კოლექციით ქართველი დიზაინერი Mercedes-Benz Kiev Fashion Days F/W 2016-17 პირველად მიიღებს მოლნაწილეობას.

მოდის კვირეული უკრაინელ, ქართველ, რუს და სომეხ დიზაინერებს მასპინძლობს. ანუკი არეშიძესთან ერთად, კიევის მოდის კვირეულზე თავის ნამუშევრებს კიდევ სამი ქართველი დიზაინერი წარადგენს Lalo, MACHABELI და Tatuna Nikolaishvili.

დიზაინერი ანუკი არეშიძე ANOUKI-ის Pre-Fall 2016 კოლექციას კიევის მოდის კვირეულზე 6 თებერვალს გამოიტანს.