Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

საქართველო ყველაზე მეტი წიგნის გამომცემელთა ხუთეულშია

18 თებერვალი, 2016

1qartuli-wignebiბრიტანულმა გამოცემა “ეკონომისტმა” იმ ქვეყნების სია გამოაქვეყნა, რომლებმაც 2013 წლის მონაცემებით ყველაზე მეტი ახალი გამოცემა დაბეჭდეს.

“ეკონომისტის” ინფორმაციით, საქართველო სიაში მეხუთე ადგილს იკავებს. საქართველოში 1 547 გამოცემა დაიბეჭდა.

ხუთეულის ლიდერი ბრიტანეთია 2 870 გამოცემით, მეორე ადგილი სლოვენიას უკავია 1 831 გამოცემით, მესამე ადგილზეა ტაივანი ასევე 1 831 გამოცემით, მეოხე ადგილი ესპანეთს ერგო 1 626 გამოცემით და ხუთელს აგვირგვინებს საქართველო 1 547 გამოცემით.

ჩამონათვალში ჩინეთი და აშშ მეთორმეტე და მეთხუთმეტე ადგილებზე იმყოფებიან.
როგორც “ეკონომისტი” იუწყება, საქართველოში ბეჭდვითი სექტორი აქტიურად მუშაობს და ახალგაზრდებში წიგნიერების წახალისებას ეწევა, რათა მათ სულ უფრო მეტი წიგნები წაიკითხონ. ითარგმნება მსოფლიოს უახლესი ბესტსელერები, რაც საზოგადოებას აძლევს საშუალებას ახალი ავტორების ნაწარმოებებს გაეცნონ.