Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ნიკა გვარამია ნინო ანანიაშვილს აკრიტიკებს

25 თებერვალი, 2016

1nika-gvaramia12“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ნინო ანანიაშვილს აკრიტიკებს. მისი აზრით, 25 თებერვალს რუსეთში ცეკვამ აღუდგენლად დააზიანა პრიმას იმიჯი.

ნიკა გვარამია:

“ძალიან მიყვარს ნინო ანანიაშვილი. ცოცხალი ლეგენდაა და ძალიან სასიამოვნო ადამიანი.

25 თებერვალს რუსეთში ცეკვას ეს ვერაფრით ვერ უშველის – უმძიმესი ამბავია და აღუდგენლად დააზიანა პრიმას იმიჯი. ძალიან მეწყინა და ძალიან გამიკვირდა.

პ.ს. თუ, რა თქმა უნდა, მანამდე, მაგალითად, ლელა წურწუმია იმიტომ არ აცვეს ჯვარს, რომ ბალეტს ვერ ცეკვავს.”

ნიკა გვარამიას მსგავსად ნინო ანანიაშვილის საქციელი სხვა ცნობილმა სახეებმაც გააკრიტიკეს.

თამარ ჩერგოლეიშვილი:

“უკიდურესად სამწუხარო და სამარცხვინოა, რომ საბჭოთა ოკუპაციის დღეს, მოსკოვის დიდი თეატრის სცენაზე ნინო ანანიაშვილი იცეკვებს.
მართალი გითხრათ, ვერ წარმომედგინა, რომ ასეთ შეცდომას დაუშვებდა.”

ნანუკა ჟორჟოლიანი:

“როგორც ერისიონის ცეკვა ტეხავს მოსკოვში, ან ხუბუტიას კონცერტზე სიმღერა, ისე ტეხავს ნაციონალური ბალეტის ცეკვა მოსკოვში დღეს, 25 თებერვალს.”

გივი თარგამაძე:

“ჩემთვის ძალზე სამწუხაროა, რომ ნინო ანანიაშვილმა ჩათვალა, თითქოს ქართული საზოგადოებისთვის მეტად ადვილია იმის ახსნა, საბჭოთა ოკუპაციის დღეს რის გამო ატარებ კონცერტს ბოროტების სათავეში ჯალათების საამებლად, ვიდრე, თუნდაც, საყვარელი მასწავლებლისთვის, ახსნა ამგვარი ქმედების სამარცხვინოობისა. შეუძლებელია მსგავსი ქცევის გამართლება.”