Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

მოზარდმაყურებელთა თეატრი ლიდერია

16 თებერვალი, 2016

1mozardiნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრი ლიდერია.

ილიაუნის თეატრში, თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის მიერ განხორციელებული კვლევის ” ქართული თეატრი 2015″ პრეზენტაცია გაიმართა, სადაც 9 ნომინაციაში საუკეთესო ხუთეულები დასახელდნენ.

საგულისხმოა, რომ ყველა რეიტინგული მაჩვენებლით ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრი ლიდერის პოზიციებს ინარჩუნებს.

9 ჟიურის წევრმა თეატრმცოდნემ ერთმანეთის დამოუკიდებლად, პროფესიული კონსულტაციების გარეშე, ხმის მიცემით შეადგინა რეიტინგები. 9 ნომინაციაში ხმათა უმრავლესობით გამოვლინდა საუკეთესო ხუთეულები. ცხრიდან 5 ნომინაციაში გაიმარჯვა ნიკოლოზ საბაშვილის სპექტაკლმა “1945”.

ქართული თეატრის კვლევის ცენტრისა და თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის დიპლომები წილად ხვდათ:

ნომინაციაში წლის საუკეთესო რეჟისორი – ნიკოლოზ საბაშვილი “1945”;

წლის საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – პაატა ქვლივიძე “1945”;

წლის საუკეთესო მსახიობი ქალი და საუკეთესო ქორეოგრაფია – ანა სანაია “1945”;

წლის საუკეთესო სცენოგრაფია – ბარბარე ასლამაზიშვილი “1945”.

მოზარდ მაყურებელთა თეატრი ყველა გამარჯვებულს ულოცავს და უსურვებს უფრო დიდი მწვერვალების დაპყრობას!