Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

მაია დარსმელიძე: “რას სწირავთ თქვენს შვილებს?”

21 თებერვალი, 2016

1maia-darsmelid– რას სწირავთ თქვენს შვილებს? – ამ კითხვას მუსიკოსი მაია დარსმელიძე სვამს და კატეგორიულად მოითხოვს საზოგადოებისგან ნუ ისარგებლებენ შვილების ნდობით და დაინდონ ისინი.

მაია დარსმელიძე:

“საბჭოთა კავშირი იყო ბოროტება. 70 წელი მენტალურ ვაკუუმში გავატარეთ და ისე ჩამოვრჩით სამყაროს, რომ დღესაც გვიჭირს აზრზე მოსვლა. ამას დღესაც თუ ვერ ხვდებით – ან ინფანტილურები ხართ, ან ძალიან ეგოისტები.

რას სწირავთ თქვენს შვილებს? იმ 37 მანეთიან რეისებს? ის რეისები სულ რომ აღდგეს, თქვენ, ის თაობა, რომელიც იმ დროს მისტირით, დიდი ხანია აღარ ხართ იმ ასაკში, რომ მაშინდელივით იგულავოთ.

დაგვანებეთ თავი, მე მინდა ნორმალურ, განვითარებულ ქვეყანაში ცხოვრება. ნუ სარგებლობთ თქვენი შვილების ნდობით და სიყვარულით და ნუ უყვებით ზღაპრებს საბჭოთა კავშირის სიკარგეზე. ნუ გვექაჩებით იმ სიბნელეში, სადაც, პირველ რიგში, ის ქართველობა დაგაკარგვინეს, რომელიც ასე გეამაყებათ.”