Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

თბილისი ევროპის საუკეთესო ქალაქია

24 თებერვალი, 2016

1tbilisi-telegrafshi“ევროპული ქალაქები, რომლის ნახვასაც ვერასდროს იფიქრებდით, თუმცა ეს აუცილებლად უნდა გააკეთოთ”, – ასეთია სტატიის სახელწოდება, რომელშიც საქართველოს დედაქალაქი საუკეთესო ქალაქად არის დასახელებული.

მსოფლიოში ცნობილმა გამოცემამ The Telegraph-მა ევროპის ის 21 ქალაქი დაასახელა, რომლებიც მოგზაურობის მოყვარულებმა აუცილებლად უნდა მოინახულონ. ჩამონათვალში საქართველოს დედაქალაქთან ერთად მოხვდნენ იტალიის, ესპანეთის, პორტუგალიის, ხორვატიის, მაკედონიის, შვედეთის, საფრანგეთის, ავსტრიის, შვეიცარიის, გერმანიის, პოლონეთის, ბულგარეთის, დანიის, უნგრეთის და სლოვენიის ქალაქები.

სტატიის ავტორის ინფორმაციით, თბილისის ისტორიულ უბნებში ახალი სასტუმროებისა და სავაჭრო ცენტრების ნახვაა შესაძლებელი. თბილისის გამორჩეულ თაყვანისმცემელთა შორისაა მსოფლიოში ცნობილი ქართველი მომღერალი ქეთი მელუა:

“თბილისი ისტორითაა გაჟღენთილი, ის ბევრ ტურისტს ჯერ კიდევ არ უნახავს, რაც მას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის,” – ციტირებს The Telegraph ქეთი მელუას სიტყვებს.