Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

დაპირისპირება რუსთავის თეატრსა და მერიას შორის

20 თებერვალი, 2016

1rustavis-teatriგიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის თეატრსა და ქალაქის მერიას შორის დაპირისპირებაა. მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, თეატრის დირექტორისა და სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობებიდან გადაყენების შესახებ, რასაც ხმაური მოყვა.

მერიის განმარტებით, ამის მიზეზი აუდიტის დასკვნა, რომელმაც თეატრში დარღვევები აღმოაჩინა. აუდიტის დასკვნას არ ეთანხმება რუსთავის თეატრის დირექტორი ლალი თაბაგარი, თუმცა ფაქტია, რომ სწორედ ამ დასკვნის საფუძველზე თეატრს დაფინანსება 85.000 ლარით შეუმცირდა.

ამჟამად თეატრში რეპეტიციები შეჩერებულია. მსახიობების ნაწილი სეზონის დასრულებამდე ითხოვს ცვლილებების შეჩერებას, ნაწილს კი სულ სხვა მოსაზრება გააჩნია. თეატრის დასის წევრები რუსთავის მერთან შეხვედრას ითხოვენ და მას თეატრის საქმიანობის უხეშ ჩარევაში ადანაშაულებენ. მერთან შეხვედრას ცდილობს ლალი თაბაგარიც.

აუდიტის დასკვნებზე საჯაროდ საუბარი არ სურთ რუსთავის მერიაში. აპირებს თუ არა მერია აუდიტის მასალების პროკურატურაში გადაგზავნას, ამ ეტაპზე ეს საკითხიც უცნობია.