19 თებერვალი, 2016

სახალისო თავსატეხი ოსკარებამდე

oscarsმსოფლიოს მთავარ კინომოვლენამდე – ოსკარების რიგით 88-ე დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი.

ვნებათაღელვის ჩასაცხრობად და დაძაბულობის გასანეიტრალებლად მხატვარმა Mart Virkus-მა ოსკარების სხვადასხვა ნომინაციებში წარდგენილთა გულშემატკივრებს სახალისო თავსატეხი გაუჩინა.

მან შექმნა ნამუშევარი და მასზე აღბეჭდა ყველა გმირი იმ ფილმებიდან, რომლებიც წელს ოსკარზე ნომინირებული არიან.

ყველაზე დიდი ყურადღება დაიმსახურა ნამუშევრის ცენტრში დახატულმა ლეონარდო დიკაპრიოს გმირმა ჰიუ გლასმა ფილმიდან “The Revenant”.

მხატვარმა საზოგადოებას თავისი ნახატი წარუდგინა და შესთავაზა გამოეცნო ყველა ის ფილმი, რომელიც მან თავის ნამუშევარში დახატა.

სცადეთ, იქნებ თქვენც გამოიცნოთ:

1oscar_01