28 თებერვალი, 2016

რამაზ იოსელიანი გიორგი ბახუტაშვილის წინააღმდეგ

1ramaz-ioselianiმსახიობი რამაზ იოსელიანი გიორგი ბახუტაშვილს დაუპირისპირდა. მისი გაღიზიანება კოლეგის იმ განცხადებამ გამოიწვია, რომელიც მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობმა რამდენიმე საათის წინ გააკეთა.

გიორგი ბახუტაშვილმა თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრს მიმართა:

“მოკლედ, თეთრი და შავი აბანოში გამოჩნდებაო (ალავერდის მადლი და ძალა შეგეწიოს კვლევის ცენტრო).

ჰოდა მობრძანდით მეგობრებო მუსიკისა და დრამის თეატრში და ნახეთ “მედეა” იმისათვის, რომ:

როდესაც ვინმე ახსენებს ბუბა გოგორიშვილს – იცოდეთ, რა დონის პროფესიონალზე ლაპარაკობენ!

როდესაც ვინმე ახსენებს კახა კინწურაშვილს – იცოდეთ, რა დონის პროფესიონალზე ლაპარაკობენ!

როდესაც ვინმე ახენებს დავით ბეშიტაიშვილს – იცოდეთ, რა დონის პროფესიონალზე ლაპარაკობენ!

და როდესაც ვინმე ახსენებს მიშა ჩარკვიანს – იცოდეთ, რა დონს პროფესიონალზე ლაპარაკობენ!“

გიორგი ბახუტაშვილის განცხადებას ფოთის თეატრში მოღვაწე რამაზ იოსელიანი ასე გამოეხმაურა:

„იქნებ დაოკდეთ? რა ლაპარაკია ეს? უკაცრავად შვილებო და იქნებ მითხრათ მე “დრამკრუჟოკი”-დან ვარ? ვერ გრძნობთ, რომ შეურაცხყოფას გვაყენებთ?“