6 თებერვალი, 2016

ბობ მარლი: “სანამ დაიწყებდეთ თითების გაშვერას, დარწმუნდით, რომ ხელები სუფთა გაქვთ!”

1bob-marleyიამაიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მუსიკოსი ბობ მარლი თავისი გამონათქვამებით დღემდე აოცებს გულშემატკივრებს. სკას, როკსტედისა და რეგის შემსრულებელი სულ უფრო მეტ მსმენელს იძენს.

“არტინფო” გაგაცნობთ ბობ მარლის ცხოვრებისეულ გამონათქვამებს, რომლებიც თითოეულ ადამიანს კიდევ ერთხელ დაარწმუნებს, რომ ყველაფერი გენიალური მარტივია.

***

ბობ მარლი არ არის ჩემი სახელი. ისიც კი არ ვიცი, თუ რა არის ჩემი სახელი.

***

ვინ ხარ შენ, რომ განსაჯო ჩემი ცხოვრება? ვიცი, რომ არ ვარ უნაკლო და არც უნდა ვიყო, მაგრამ, სანამ დაიწყებდეთ თითების გაშვერას… დარწმუნდით, რომ ხელები სუფთა გაქვთ!

***

მხოლოდ ერთი ამბიცია მაქვს, თქვენ იცით. მხოლოდ ერთი რამ ძალიან მინდა რომ მოხდეს. მინდა რომ ვხედავდე კაცობრიობა ცხოვრობდეს ერთად — შავი, თეთრი, ჩინელი, ყველა — სულ ეს არის.

***

ჩემი სიმღერა ებრძვის სისტემას, რომელიც გვასწავლის ცხოვრებასა და სიკვდილს.

***

ერთი კარგი რამ მუსიკის შესახებ — როდესაც ის გირტყამთ, თქვენ არავითარი ტკივილის განცდა არ გეუფლებათ.

***

ჩვენ არ გვაქვს განათლება, ჩვენ შთაგონება გვაქვს. იმ შემთხვევაში, თუ განათლება მექნებოდა, ერთი დაწყევლილი სულელი ვიქნებოდი.

***

დღეს ხალხი სიმართლის ძებნაში იტანჯება. ყველაფერი ისე სინთეზური გახდა, რომ ყველა ვისაც სურვილი აქვს, იმედსაა ჩაბღაუჭებული.

***

თუ ის გასაგიჟებელია, ის არ იქნება მარტივი. თუ ის მარტივია, ის არ იქნება გასაგიჟებელი. თუ ის რამედ ღირს, შენ არ დაანებებ თავს. თუ შენ დაანებებ თავს, ის არაფრად ღირს. სიმართლე ისაა, რომ ყველა გატკენს გულს; შენ უბრალოდ უნდა იპოვო ის, ვინც ღირს ტანჯვად.

***

შენ შეიძლება არ იყო მისი პირველი, უკანასკნელი ან ერთადერთი. მას უყვარდა ადრე და შეიძლება შეიყვაროს კიდევ. მაგრამ თუ უყვარხარ მას ახლა, სხვა რაღაა მნიშვნელოვანი? ის არ არის უნაკლო. არც შენ, და ორივე თქვენგანი ვერასდროს იქნებით უნაკლო. მაგრამ თუ შეუძლია მას გაგაცინოს თუნდაც მხოლოდ ერთხელ, დაგაფიქროს ორჯერ და აღიარებს რომ ადამიანია და უშვებს შეცდომებს, დაეყრდენი მას და მიეცი ყველაფერი, რისი მიცემაც შეგიძლია. მან შეიძლება არ გაუკეთოს ციტირება ლექსებს, შეიძლება არ იფიქროს შენზე ყოველ წამს, მაგრამ ის მოგიძღვნის თავის ნაწილს, რომელზეც იცის, რომ შეგიძლია ტკივილი მიაყენო. არ ატკინო მას, არ შეცვალო არ მოელოდო მისგან იმაზე მეტს, ვიდრე შეუძლია. არ აანალიზო. გაიღიმე, როდესაც გაგაბედნიერებს, იყვირე, როდესაც გაგაბრაზებს და მოგენატროს, როდესაც არ არის შენს გვერდში. სიყვარული ძნელია, იმიტომ, რომ არ არსებობენ უნაკლო ბიჭები, მაგრამ არსებობენ ისეთები, რომლებიც უნაკლო არიან შენთვის.

***

ცხოვრება გრძელი გზაა, ბევრი ნიშნებით. ნუ ართულებ ყველაფერს და ნუ გადაუხვევ გზიდან. გაექეცი სიძულვილს, ვნებასა და ეჭვიანობას. ნუ მოკლავ შენს ფიქრებს. შენი ოცნებები აქციე რეალობად. გაიღვიძე და იცხოვრე!

***

გაათავისუფლე საკუთარი თავი სხვისი აზრების ზემოქმედებისაგან. არავის, მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია მოვუტანოთ ჩვენს თავს თავისუფლება.

***

იცხოვრე იმ ცხოვრებით, რომელიც გიყვარს და გიყვარდეს ის ცხოვრება, რომელშიც ცხოვრობ.

***

გაახილე თვალები და შეხედე შენს თავს. კმაყოფილი ხარ იმ ცხოვრებით, რომელშიც ცხოვრობ?

***

მე არ ვდგავარ შავკანიანი მამაკაცის მხარეზე, არც თეთრკანიანი მამაკაცის მხარეზე. მე ვდგავარ მხოლოდ ღმერთის მხარეზე.

***

ემანსიპაცია მოახდინეთ გონებრივი მონობიდან, არავის, მხოლოდ ჩვენ ძალგვიძს გავანთავისუფლოთ საკუთარი გონება.

***

ვისურვებდი ყველა ვყოფილიყავით ჰიპები და გვეკეთებინა იოგა, გვეცხოვრა კოტეჯებში, მოგვეწია თამბაქო, მიგვეღო ყველა ისეთი, როგორიც არის და გვესმინა არაჩვეულებრივი მუსიკისთვის. და ვისურვებდი ფულს არ ვექციეთ ისეთებად, როგორებიც ვართ. უბრალოდ ვისურვებდი, რომ ახლიდან შემექმნა „საზოგადოება“.

***

ადამიანი სამყაროს უმთავრესი შემადგენელი ნაწილია.

***

ყოველ ადამიანს აქვს უფლება გადაწყვიტოს საკუთარი ბედი.

***

როდესაც ერთი კარი დახურულია, იცოდე, რომ მეორე ღიაა.

***

ნათელ მომავალში, ვერ დაივიწყებთ წარსულს.

***

აქ ვიყავი უწინ და დავბრუნდები კვლავ, მაგრამ არ ვაპირებ, რომ ეს განვახორციელო მოგზაურობით.

***

თქვენ უნდა იყოთ ვინმე.

***

ნუ დაუმალავთ ბავშვებს სიმართლეს, რადგან ეს მათში უსამართლობას წარმოშობს.

***

ზოგიერთი ადამიანი წვიმას გრძნობს, სხვები კი უბრალოდ სველდებიან.

***

თქვენ ამბობთ, რომ გიყვართ წვიმა, მაგრამ ხსნით ქოლგას, როდესაც წვიმს. თქვენ ამბობთ, რომ გიყვართ მზე, მარგამ პოულობთ ჩრდილს, როდესაც მზე კაშკაშებს. თქვენ ამბობთ, რომ გიყვართ ქარი, მაგრამ ხურავთ ფანჯრებს, როდესაც ქარი ქრის. სწორედ ამიტომ მეშინია, რომ იტყვით თუ როგორ გიყვარვართ მე…