11 იანვარი, 2016

ვინ გახდება ქუთაისის თეატრის დირექტორი?

1qutaisi-teatri– ვინ გახდება ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორი? – ამ კითხვაზე პასუხი თეატრალურ საზოგადოებას ყველაზე მეტად აინტერესებს.

მას შემდეგ, რაც თეატრის აწ უკვე ყოფილმა დირექტორმა თამარ ლორთქიფანიძემ თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო, დირექტორის პოსტი ვაკანტური აღმოჩნდა.

კულუარებში ამ თანამდებობაზე რამდენიმე პიროვნების კანდიდატურა განიხილება, თუმცა ხმამაღლა ამის შესახებ არავინ საუბრობს.

ვინ დაიკავებს ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრის დირექტორის პოსტს, ეს უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.