ვახო ბიჭიკაშვილი: ,,გთხოვთ, დამეხმაროთ!’’

1vaxoიუმორისტი და კომედი შოუს მსახიობი ვახო ბიჭიკაშვილი დახმარებას ითხოვს. სპეციალურ განცხადებას ის საჯაროდ ავრცელებს და მიმართავს როგორც თავის ნაცნობებსა და მეგობრებს, არამედ ყველას, მთელ ქვეყანას და ყველაზე მძიმე წუთებში თანადგომის აღმოჩენისკენ მოუწოდებს:

ვახო ბიჭიკაშვილი:

“ჩემო მეგობრებო, უმორჩილესად გთხოვთ, დამეხმაროთ!!! ეს ბიჭი არის ჩემი ნათლიის შვილი, ჩემს ხელში და თვალწინ გაზრდილი! ის არის ყოფილი ფეხბურთელი და სიცოცხლით სავსე ადამიანი! ჰყავს 2 პატარა შვილი!

უმორჩილესად გთხოვთ, გაავრცელოთ და დავეხმაროთ, თუ რამე შესაძლებლობა გექნებათ და გააზიაროთ!

ამ წამს შემატყობინეს ეს ამბავი და მოგმართავთ ყველას არა მარტო ჩემს ნაცნობებს და მეგობრებს, არამედ ყველას მთელს ქვეყანას!!!”

“არტინფო” გთავაზობთ სპეციალურ განცხადებას, რომელიც კოტე ზარნაძის დასახმარებლად და გადასარჩენად მომზადდა:

კოტე ზარნაძე 23 წლის არის. ის დაავადებულია მწვავე მიელოიდური ლეიკოზით. მას სჭირდება გადაუდებელი ოპერაცია, რომელიც კეთდება თურქეთში და ღირს 40 000 აშშ დოლარი. ის ქავთარაძის ქუჩაზე ჰემატოლოგიის ცენტრში იმყოფება, უმორჩილესად გთხოვთ, თუ რამით შეგიძლიათ დახმარება! მიბრძანდით კლინიკაში ან დაგვიკავშირდით! მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ:

593 622 669 თათა

591412955 ან 599307989 ნინო

579444406

საბანკო ანგარიშის ნომერი: GE75BG0000000638959800

1kote-zarnadze