22 იანვარი, 2016

უპრეცედენტო მოვლენა ქართულ ილუსტრაციაში

bo5ქართული ილუსტრაცია ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი ორიგინალურობით და მსოფლიო ყურადღებასაც იპყრობდა. ამის დასტურია ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გამართულ გარეკნების კონკურსში ქართველი ილუსტრატორების ჩართვა, რჩეულთა შორის დასახელება და მეორე ადგილის მინიჭება.

ამჯერად საერთაშორისო წარმატებას კიდევ ერთმა ქართველმა ილუსტრატორმა მიაღწია. პირველად ქართველი ილუსტრატორი ბოლონიის ილუსტრატორთა კატალოგში მოხვდა!

წიგნის ხელოვნების ცენტრის ილუსტრატორი ხატია ჩიტორელიძე ერთადერთი ქართველი ხელოვანია, რომელიც 2016 წლის ბოლონიის საბავშვო ილუსტრატორთა კონკურსში რჩეულ ილუსტრატორთა შორის დაასახელეს!

ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ქართველი ილუსტრატორი ბოლონიის საბავშვო ილუსტრაციის კატალოგში შევიდა და მიიღებს მონაწილეობას ბოლონიის საბავშვო ილუსტრაციის გამოფენაზე!

სულ კატალოგში 80-მდე ილუსტრატორი მოხვდა იტალიიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, არგენტინიდან, იაპონიიდან, შვეიცარიიდან, ესპანეთიდან, შვედეთიდან, ტაივანიდან, მექსიკიდან, პორტუგალიიდან, ფინეთიდან, ჩილედან, სამხრეთ კორეადან, ირანიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან.