9 იანვარი, 2016

წინანდლის პრემიის გამარჯვებულები ცნობილია

winandali2წინანდლის პრემიამ ახალგაზრდა ხელოვანებსა და მეცნიერებს შორის გამარჯვებულები გამოავლინა და ყვარელში “როიალ ბატონში” დააჯილდოვა.

პრემია გაიცა შემდეგ ნომინაციებში თეატრალური ხელოვნება, კინოხელოვნება, მხატვრული ლიტერატურა – პროზა, მხატვრული ლიტერატურა – პოეზია, მუსიკა, ფოტოგრაფია, სახვითი ხელოვნება და ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერება.

წინანდლის პრემიის ლაურეატი პროზაში გახდა – სალომე ბენიძე.

წინანდლის პრემიის ლაურეატი პოეზიაში გახდა – ლია ლიქოკელი.

წინანდლის პრემიის ლაურეატი თეატრალურ ხელოვნებაში გახდა – მიხეილ ჩარკვიანი.

წინანდლის პრემიის ლაურეატი მუსიკაში გახდა – გიორგი ცაგარელი.

წინანდლის პრემიის ლაურეატი ფოტოგრაფიაში გახდა – ანდრო ერაძე.

წინანდლის პრემიის ლაურეატი ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში გახდა – ზურაბ გუგუჩია.

წინანდლის პრემიის ლაურეატი სახვით ხელოვნებაში გახდა – გიორგი შალიკაშვილი.

წინანდლის პრემიის ლაურეატი კინოხელოვნებაში გახდა – დავით ფირცხალავა.

წინანდლის პრემიის თითოეულ ნომინანტს გადაეცა სპეციალური სიგელი, ხოლო გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ დიპლომით, პრიზითა და ფულადი პრემიით 5.000 ლარის ოდენობით.