11 იანვარი, 2016

თინათინ მაღალაშვილი კვლავ ქურდების მსხვერპლია

1tinatini-isev-gaqurdesდიზაინერი თინათინ მაღალაშვილი კვლავ ქურდების მსხვერპლია. ერთი კვირის განმავლობაში საბურთალოზე მდებარე მისი სალონი უკვე ორჯერ გატეხეს.

ინფორმაციას თინათინ მაღალაშვილი თავად ავრცელებს:

“დღეს ისევ გატეხილია ჩემი სალონი! როგორც აღმოჩნდა, არასრულწლოვანი ბავშვები დადიან უბანში და ასე არბევენ სალონებსა და მაღაზიებს!

კანონი არასრულწლოვანებს იცავს და ვინ გვიცავს ჩვენ?!! არც მშობლებს აკისრებენ პასუხისგებლობას და მაინტერესებს, როდემდე უნდა იბოგინონ ამ ბავშვებმა და სანამ არ გაიზრდებიან, მშვიდად ვუყუროთ მათი მშობლების მიერ მოწყობილ ისტერიკას და კანონის უძლურებას??”