26 იანვარი, 2016

თიკა მახალდიანი გაანაწყენეს

1tikaმომღერალი თიკა მახალდიანი გაანაწყენეს. მომღერალი, რომელიც ორი დღის წინ თემო პირველაშვილზე გათხოვდა, გულნატკენია. წყენის მიზეზს ის არც მალავს და საჯაროდ ამბობს, რომ საზოგადოებისგან ასეთ რეაქციებს და შეფასებებს ნამდვილად არ მოელოდა.

თიკა მახალდიანი:

“ამ სტატიის ავტორი მინდა რომ დაიჭირონ! და ცენზურის გამო სამუდამო პატიმრობა მიცენ, რომ ესეთი ამბავი ატყდა… სირცხვილია, ხალხო, გამოფხიზლდით, ოეეე!”

თიკას გაღიზიანება მისი და მისი მეუღლის საძინებელში გადაღებული ფოტოს შეფასებებმა და კომენტარებმა გამოიწვია.