2 იანვარი, 2016

თემურ ყვითელაშვილის საჩუქარი ერთგულ მსმენელს

1temur-kvitelashviliვირტუოზმა გიტარისტმა და მომღერალმა თემურ ყვითელაშვილმა თავის ერთგულ მსმენელს საჩუქარი მოუმზადა. მუსიკოსი, რომელიც მსოფლიოში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს და წამყვან საკონცერტო დარბაზებში მართავს კონცერტებს, არც ქართველ მსმენელს ივიწყებს.

ახალი წლის დადგომა თემურ ყვითელაშვილმა სრულიად საქართველოს ახალი მუსიკალური კომპოზიციით მიულოცა და მასზე კლიპიც გადაიღო. სიმღერის კომპოზიტორი და რეჟისორი მერაბ მამულაშვილია, ლექსის ავტორი გვარამ გვარამია, ვოკალი და გიტარის იმპროვიზაცია თემურ ყვითელაშვილს ეკუთვნის, გრაფიკა გიორგი ჩიტაძეს.

მუსიკალურ ვიდეორგოლში მონაწილეობენ ლიდა ჩხაიძე, თემურ ყვითელაშვილი უმცროსი, მაია სარალიძე და ეკა სარალიძე. ვიდეორგოლი ინტერნეტში უკვე გავრცელდა და დიდი მოწონებითაც სარგებლობს.