Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

თბილისური გაუგებრობა ვლადიმირ კოსმას მუსიკასთან დაკავშირებით

3 იანვარი, 2016

1vladimer-kosmaმსოფლიოში ცნობილი კომპოზიტორის ვლადიმირ კოსმას კინომუსიკა წლებია აქტუალობას არ კარგავს. მისი კომპოზიციები ცნობილ ფრანგულ ფილმებში ჟღერს. საქართველოში ვლადიმირ კოსმას მუსიკა პირველად აჟღერდა და მსმენელში დიდი მოწონებაც დაიმსახურა.

კონცერტის სატელევიზიო ვერსიის ეთერში გასვლასთან დაკავშირებით, თბილისის ბიგ ბენდის მუსიკალური ხელმძღვანელის გივი გაჩეჩილაძის შვილებმა, ნინო და თაკო გაჩეჩილაძეებმა სინანულით აღნიშნეს, რომ მათი მამის სამთვიანი შრომა არ დაფასდა და გივი გაჩეჩილაძე არავის უხსენებია.

ნინო გაჩეჩილაძე:

“საზოგადოებრივ მაუწყებელზე” გადის ცნობილი ფრანგი კომპოზიტორის, ვლადიმირ კოსმას შემოქმედებითი საღამო, სადაც გამოცხადდა, რომ ნაწარმოებების პარტიტურები ლიცენზირებულად იქნა შეძენილი თავად ვლადიმირ კოსმასგან. ამ დროს მამაჩემი, გივი გაჩეჩილაძე 3 თვე დილიდან საღამომდე იჯდა და მუშაობდა ამ პარტიტურებზე. დასკვნები თქვენთის მომინდვია…

თაკო გაჩეჩილაძე:

“არაჩვეულებრივი კონცერტი გადის 1 არხზე! ვლადიმირ კოსმას ფილმების მუსიკა. პარტიტურები კონცერტისთვის მამაჩემმა, გივი გაჩეჩილაძემ გააკეთა, სამწუხაროა, რომ ეს კონცერტზე მოსულმა ხალხმა ვერ შეიტყო.”