7 იანვარი, 2016

თამრიკო ჭოხონელიძე: ,,წელი ისევ ტყუილებით დაიწყო!’’

1choxoმომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა. ის ახალი წლის ტყუილებით დაწყებაზე ხმამაღლა საუბრობს და მუსიკალურ სამყაროში დღეს არსებულ სიტუაციას აპროტესტებს. მომღერალი კოლეგების მხრიდან მსმენელისთვის თავზე ლაფის დასხმის შეჩერებას ითხოვს.

თამრიკო ჭოხონელიძე:

“წელი ისევ ტყუილებით დაიწყო!!! ,,გაუმარჯოს” ე.წ. ,,+ფონოგრამებიან” კონცერტს ერთ-ერთ საკონცერტო დარბაზიდან!!! ,,გაუმარჯოს” ხალხის მოტყუებას, თვალში და ყურში ნაცრის შეყრას!!! ,,გაუმარჯოს” ხალხის (და რა ხალხის!!!) გამაიმუნებას! მათ სულში ჩაფურთხებას!!!….

ყველაზე მეტად იცით რა არის შემაშფოთებელი?! თავმოყვარე უცხოელი ამ დროს დარბაზს ტოვებს ნიშნად შეურაცხყოფისა და მისი უფლებების დარღვევისა, ქართველი კი ,,ირგებს” თავზე ლაფის დასხმას!!!

მეტის ღირსები ვართ!!! (სამი კონცერტი გადის სამ არხზე!!! არ დავაკონკრეტებ) კითხვას დავსვამ რო-დემ-დე???!!! როდემდე უზნეობა, უმოქმედობა და ურეაქციობა???!!! ყოჩაღ ჩვენ! ყოჩაღ!!!”