4 იანვარი, 2016

თამარ მეფე კვლავ მსოფლიო ყურადღების ცენტრშია

1tamar-mefis-romaniქართველ მეფეთაგან ერთ-ერთი გამორჩეული, წმინდანად შერაცხული თამარ მეფე კვლავ მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. მიუხედავად იმისა, რომ მასზე ბევრიც თქმულა და ბევრიც დაწერილა, თამარის პიროვნება და მეფობის ხანა საფუძვლიანად არ არის შესწავლილი, ამიტომაც უძლიერესი ქალი-მეფე დღემდე არაერთი ავტორის მუზაა.

პარიზში მცხოვრებმა მარკ ანდრონიკოვმა ქართველ მეფეზე ისტორიული რომანი ფრანგულად დაწერა, რომელიც რუსულადაც ითარგმნა. მარკ ანდრონიკოვი იასე ანდრონიკოვის (ანდრონიკაშვილის) შვილიშვილია და საფრანგეთში ცხოვრობს. იასე ანდრონიკოვი დგამდა სპექტაკლებს და ბევრსაც წერდა. მეფის არმიის ოფიცერი 1937 წელს დახვრიტეს.

“მეფე თამარი” – ასე ეწოდება მარკ ანდრონიკოვის წიგნს, რომელიც პროფესიით ექიმი-რეანიმატოლოგია, მას რამდენიმე სამედიცინო წიგნი აქვს დაწერილი, “მეფე თამარი” კი მისი პირველი ისტორიული რომანია. თემა ავტორს შემთხვევით არ შეურჩევია. მათი გვარი – ანდრონიკოვი ისტორიული წყაროების თანახმად, ბიზანტიის იმპერატორთან ანდრონიკე კომნენთან არის დაკავშირებული. მისი გარდაცვალების ეშმდეგ, იმპერატორის შვილები ირინა და ალექსი საქართველოში გამოიქცნენ. რომანის ერთ-ერთი მთავარი გმირი და მთხრობელი სწორედ ირინაა.

ითარგმნება თუ არა ქართულად მარკ ანდრონიკოვის რომანი “მეფე თამარი” და შეძლებს თუ არა მის წაკითხვას ქართული საზოგადოება, ჯერჯერობით უცნობია.