29 იანვარი, 2016

თაკო ნაცვლიშვილის მორიგი აღიარება პარიზში

1tako-nacvlishvili17 წლის ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი პარიზის მოდის კვირეულზე გამოვიდა, სადაც მსოფლიოში ცნობილ მოდელებთან ერთად Ralph & Russo-ს და Zuhair Murad-ის გაზაფხული-ზაფხული 2016 წლის კოლექციიდან კოსტიუმები მოირგო.

თაკოს პოდიუმზე გამოსვლა სხვადასხვა ეპითეტებით შეამკეს და მას “ფანტასტიკური”, “ზღაპრული” და “საუცხოო” უწოდეს.

ავსტრალიურმა სამოდელმა სახლმა Ralph & Russo-მ თავისი აღფრთოვანება საჯაროდ გამოხატა და საქებარი სიტყვები არ დაიშურა ქართველი ლამაზმანისადმი.

Ralph & Russo-ს ჩვენებაში მონაწილეობით კმაყოფილი დარჩა თავად მოდელიც და ინტერნეტში გამოაქვეყნა ფოტო წარწერით: “თავს ისე ვგრძნობ, როგორც პრინცესა. მადლობა Ralph & Russo-ს, რომ ამ არაჩვეულებრივი სანახაობის ნაწილი გავხდი!”

Ralph & Russo-ს გარდა, თაკო ნაცვლიშვილმა ლიბანელი დიზაინერის Zuhair Murad-ის კოლექციის ჩვენებაშიც მიიღო მონაწილეობა. თაკო და Zuhair Murad-ი დიდი ხანია თანამშრომლობენ – ქართველი მოდელი მისი საქორწილო კაბების კოლექციის სახეა.

თაკო ნაცვლიშვილი Zuhair Murad-ის ულამაზესი წითელი კაბით იტალიური ვოგის ოფიციალურ გვერდზეც მოხვდა.